22:19 | 2020-09-05 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“როცა ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. ამ­ბობ­და თურ­მე, – გული ცუდს მიგ­რძნობ­სო” – რას წერენ “დეჟავუში” მომხდარი აფეთქებისას დაღუპულ ბიჭზე

“როცა ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. ამ­ბობ­და თურ­მე, – გული ცუდს მიგ­რძნობ­სო” – რას წერენ “დეჟავუში” მომხდარი აფეთქებისას დაღუპულ ბიჭზე
4 სექ­ტემ­ბერს, ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას 26 წლი ახალ­გაზ­რდა გიგა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა.

ის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო, მას მე­უღ­ლე და პა­ტა­რა შვი­ლი დარ­ჩა. სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებზე წერენ.
„მე­უღ­ლე ბორ­ჯო­მე­ლი ჰყავს, იქ ყო­ფი­ლა დე­და­მის­თან, როცა ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. ამ­ბობ­და თურ­მე, – გული ცუდს მიგ­რძნობ­სო. ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დათ, ლე­გენ­დე­ბი და­დის მათ სიყ­ვა­რულ­ზე. აღ­მერ­თებ­და გიგა თა­ვის ცოლს, ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ და უცებ ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია…”
გიგა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლისტ ნინო ომა­ნა­ძის ძმის­შვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. ნი­ნომ მისი ფო­ტო­ე­ბი თა­ვის “ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე” გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“სულიც აღარ შემრჩა! მამიდას გიგა, იმედი…”-დაწერა ნინო ომანაძემ.

 

 

შეგახსენებთ, ფილარმონიასთან კლუბ „დეჟავუში“ აფეთქებას გიგა გრიგალაშვილი ემსხვერპლა. 3 ადამიანი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ჟანგბადის ბალონმა გამოიწვია.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X