
რუსთავში ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცი 23 წლის მორაგბე ნიკა კევლიშვილია.
საზარელი ავარიის კადრებს „ინფორუსთავი“ ავრცელებს.
ახალგაზრდა სპორტსმენი წარმოშობით რუსთავიდან იყო და ამავე ქალაქის სარაგბო კლუბ „ხარებში“ კვაჭის პოზიციაზე თამაშობდა.

სოციალურ ქსელში ნიკა კევლიშვილის ბოლო ინტერვიუ გავრცელდა, რომელიც მან კლუბის პრესსამსახურთან ჩაწერა.
ვიდეოს ბლიც-ინტერვიუს ფორმა აქვს და კევლიშვილი ჰობზე, გატაცებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრობს.
გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა საქართველოს რაგბის კავშირმა, რომელმაც სამძიმრის წერილი საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
#გაიცანიშენიგუნდი 😉🏉#რუსთავისხარები🏉#ნიკაკევლიშვილი – კვაჭი (ჰუკერი)🏉#წარმატებები 🏆👍🏉
Gepostet von რუსთავის "ხარები" / Rustavis "Kharebi" am Freitag, 28. Februar 2020






















