10:51 | 2020-06-09 ავტორი: Prime Time

როცა ოპონენტები გვსაყვედურობენ პოპულისტური ციფრების დაძახებით, არ უნდა ავყვეთ – გახარია

როცა ოპონენტები გვსაყვედურობენ პოპულისტური ციფრების დაძახებით, არ უნდა ავყვეთ – გახარია

საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო და დაასრულა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, შეათანხმა კრიზისში სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ბიუჯეტის პარამეტრები, რომელიც დღეს იქნება წარდგენილი, ასევე შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან.

 

„ქვეყნებთან, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოვილაპარაკეთ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, გვითხრეს რომ ცოტა ხანი დაველოდოთ“
2020-06-09„ქვეყნებთან, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოვილაპარაკეთ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, გვითხრეს რომ ცოტა ხანი დაველოდოთ“

 

„როდესაც ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ, მაგალითად, პოპულისტური ციფრების დაძახებით, ჩვენ უნდა გევსმოდეს, რომ ამას არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ.

 

ჩვენი პასუხისმგებლობა არის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა პირველ რიგში და მათ შემოსავალზე ზრუნვა. ჩვენი ყველას მიზანია ძალიან მარტივი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეპიდემიის რისკების მართვა.

 

ჩვენი, ყველას ამოცანა, ეკონომიკის, ჩვენი მოქალაქეების, მთავრობის არის მარტივი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, ვირუსის სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სწრაფად ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება.

 

ამაზეა ეს ბიუჯეტი აგებული და დღეს იმედი მაქვს, რომ ჩვენ სწრაფად მოვახერხებთ ამ დისკუსიის დასრულებას, რომ სწრაფად გავაგზავნოთ ეს ანტიკრიზისული 2020 წლის ბიუჯეტი პარლამენტში“, – განაცხადა გახარიამ.

ავტორი: Prime Time

X