18:52 | 2021-03-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როცა სააკაშვილის სექტა გაქებს, ეს თვითდამაზიანებელია აწმყოსა და მომავალში, დაფიქრებისა და რაღაცის გამოსწორების დროა – გია აბაშიძე

როცა სააკაშვილის სექტა გაქებს, ეს თვითდამაზიანებელია აწმყოსა და მომავალში, დაფიქრებისა და რაღაცის გამოსწორების დროა – გია აბაშიძე

ნაცსექტას ახალი “სკანდალური თემა” მიეცა განსახილველად – ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნათია საბანაძე გადადგა და თითქოს ჩამოიშალა სახელისუფლებო ვერტიკალი. “დაგვიწესებენ სანქციებს, გაჩერდება ასოცირების ხელშეკრულება” და სხვა, ნატო ჩხეიძისეული სიზმრები Facebook-ში დაწერილი, – ამ შინაარსის პოსტს ექსპერტი გია აბაშიძე წერს.

 

„სააკაშვილის მიმდევრები ხომ 2003 წლის კალენდრით ცხოვრობენ და წარმოუდგენიათ, რომ 18 წლის წინანდელი რეალობაა ახლა საქართველოში. ზერელედაც ვერ აფასებენ საშინაო და საგარეო მოცემულობას.

 

მარშალ გელოვანზე გავლისას პირჯვარი უნდა ვიწეროთ… - თამარ ივერი
2021-03-21მარშალ გელოვანზე გავლისას პირჯვარი უნდა ვიწეროთ… - თამარ ივერი

 

ელჩები, ჩინოსნები მიდიან-მოდიან, ევროატლანტიკურ სივრცეებში თანმიმდევრულად მიმავალი საქართველოს ინსტიტუტები კი განაგრძობენ მუშაობას მრავალი გამოწვევების ფონზე.

 

ამასთან, პოლიტიკური არჩევანიც თავისუფალია – ვისაც სად უნდა, მისი გადასაწყვეტია. მაგალითად, ერთი წამით წარმოიდგინეთ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩოჩელები და ოქრიაშვილები რომ განდგომოდნენ მაშინდელ მმართველებს, რას დააწიოკებდნენ მათ ოჯახებსა და კომერციულ აქტივობებს.

 

საოცარი ენერგია, რომელსაც ამ მოფერების, სიყვარულის დროს ცუნამის ტალღებივით მოდის - მაკა ჩიჩუა შვილზე
2021-03-21საოცარი ენერგია, რომელსაც ამ მოფერების, სიყვარულის დროს ცუნამის ტალღებივით მოდის - მაკა ჩიჩუა შვილზე

 

აქვე ერთ ჩემეულ „ანდაზასაც“ დავწერ – როცა სააკაშვილის სექტა გაქებს, ეს ფრიად თვითდამაზიანებელია აწმყოსა და მომავალში, დაფიქრებისა და რაღაცის გამოსწორების დროა. თუ, რასაკვირველია, ამ ბოროტებთან საკუთარი ნება-სურვილით არ გსურს აფილირება“, – წერს გია აბაშიძე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X