
„როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, მაშინ ისეთი პაციენტები იღუპებოდნენ, ისეთებს ვკარგავდით, დღეს სერიოზულ შემთხვევადაც არ შეიძლება ჩაითვალოს“,- ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ გადაცემა BMGDRIVE-ში საუბრა.
როგორც გუგა ქაშიბაძე ამბობს, ტექნოლოგიებმა ძალიან ბევრი ახალი დარგი გააჩინა.
„ეს ნახტომები ყოველდღიურად გრძელდება და ვხვდებით ისეთ სიახლეებს, რაც ყოველდღიურად ცვლის გარკვეულ სფეროებს. ქირურგიაში ჩემი კარიერის დასაწყისში, პაციენტი საოპერაციოში იწვა და სადენების გარეშე მიდიოდა მისი ოპერაცია.
დღესდღეობით საოპერაციოში რომ შეიხედავ, უამრავი სადენია დამაგრებული, მონიტორები. ცა და დედამიწასავით განსხვავებულია. ძალიან საინტერესო პერიოდში გვიწევს ცხოვრება“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.























