
111 წლის პაციენტმა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, საავადმყოფო უკვე დატოვა. ლეონილა გვაჯავა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
საავადმყოფოდან გამოსულ ქალბატონს ახლობლები ემოციებით და ყვავილებით დახვდნენ.
111 წლის ლეონილას შვილიშვილი, ინგა სიჭინავა რესპუბლიკურ საავადმყოფოს მადლობას უხდის.
„საავადმყოფოში კოვიდით შემოვიყვანეთ. რთული მდგომარეობა იყო, მთელი ოჯახი დაინფიცირდა. ბიძა ისევ აქ წევს. ბებომ დაძლია ვირუსი. მადლობელი ვართ მთელი რესპუბლიკური საავადმყოფოსი. ისეთი თბილები იყვნენ და სულ კონტაქტში იყვნენ ჩვენთან. ბებომ 2 კვირა გაატარა საავადმყოფოში, იმედი გვაქვს ბიძასაც მალე გავიყვანთ აქედან.
ბებია დევნილია და 20 წლის წინ ამ საავადმყოფოში ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მაშინაც გამარჯვებული გავედით აქედან.
აცრასთან დაკავშირებით დაველაპარაკებით. ისე მეც აცრილი ვარ და ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრას“,- ამბობს ინგა სიჭინავა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















