23:51 | 2020-05-21 ავტორი: თამარ გონგაძე

“რთული პერიოდი გადავიტანე, არ მეგონა, თუ რამე გამახარებდა” – მაკა შალიკაშვილი

“რთული პერიოდი გადავიტანე, არ მეგონა, თუ რამე გამახარებდა” – მაკა შალიკაშვილი

გადაცემა “პრაიმშოუში” მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა საყვარელი პოეტების ლექსების მიქსი წაიკითხა და  სრულიად ერი მოხიბლა. ჩანაწერს ბევრი ნახვა, მოწონება, კომენტარი მოჰყვა. მაკას პოეზიის კითხვის გაგრძელებას ურჩევენ.

 

როგორც აღმოჩნდა, მსახიობმა პანდემიის პერიოდი ლექსების კითხვაში გადააგორა.

 

მაკა შალიკაშვილი: – მიჭირს თუ მილხინს, ვტირი თუ მეცინება, სულ ლექსებს ვკითხულობ. ამასობაში რამდენიმე ლექსი ზეპირადაც ვისწავლე.

 

ლექსები ჩემი ცხოვრება და ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამოსავალია.

 

გადაცემიდან მთხოვეს, მოდი, ლექსი წაიკითხეო. და წავიკითხე… მადლობა ყველას, ვინც მიმიწვია გადაცემაში. ჩემდა განსაცვიფრებლად, უამრავი ადამიანი გამომეხმაურა მეც და გადაცემის გვერდზე დადებულ ვიდეოს.

 

ამ რეზონანსით მივხვდი, რომ ადამიანებს უყვართ, მოსწონთ, უბრალოდ, მოენატრათ პოეზია.

 

„ექიმები თავიანთ თავზე არაფერს ამბობენ“ - რისთვის უხდის მადლობას ინფექციონისტებს მაკა შალიკაშვილი
2020-03-19„ექიმები თავიანთ თავზე არაფერს ამბობენ“ - რისთვის უხდის მადლობას ინფექციონისტებს მაკა შალიკაშვილი

 

 

მადლობა ყველას, ვინც კომენტარი დამიწერა, არ დამიწერა, გაიფიქრა, ვა, რა კარგად კითხულობს ლექსსო, მაგრამ სხვა საზრუნავის გამო მოწონება ვერ მოახერხა.

 

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თუ რამე გამახარებდა, არ მეგონა. მე ეს რთული პერიოდი პოეზიით გადავიტანე. პოეზია სულის მკურნალია.

 

ვისი წაკითხული ლექსი მოგწონსო, რომ მკითხოთ, მაშინვე გიპასუხებთ – მანანა ბერიკაშვილის. მანანა რომ ლექსს კითხულობს, ამოსუნთქვა მავიწყდება… კიდევ კარგი ამთავრებს ლექსის წაკითხვას, თორემ მოვკვდები.

 

მანანა მეტყველებაში გვამზადებდა, ლექსებს გვიკითხავდა. ლექსის კითხვის სწავლა შეუძლებელია. ლექსი უნდა იგრძნო. ასევე მთავარია, სათქმელი გქონდეს…

 

გეტყვით იმასაც, რომ გურამ საღარაძის ერთ-ერთი საყვარელი სტუდენტი ვიყავი. გალაკტიონის საღამო რომ მოაწყო, ოლია ოკუჯავას წერილების წაკითხვა მანდო. თვითონ ხომ სასწაულად კითხულობდა ლექსებს.

 

თეატრალურ უნივერსიტეტში ჩემი პედაგოგი იყო ნატა ჩიტაია – საუკეთესო მეტყველების პედაგოგი და მინდა მადლობა გადავუხადო.

 

 

– და მაინც საიდან იღებს სათავეს შენი პოეზიისადმი სიყვარული?

 

– ბავშვობიდან მახსოვს კადრი, წიგნით ხელში ვიჯექი სარკის წინ და ვკითხულობდი. ყველაფერს ხმამაღლა ვკითხულობდი და მხატვრულად, ნებისმიერ გაკვეთილს, მოთხრობა იყო, თუ ლექსი.

 

კარგი გადმოცემის უნარი მქონდა და სანიმუშოც ვიყავი ამ მხრივ. მაღალ ნიშნებზე ვსწავლობდი.

 

ხუთი წლის ვხდებოდი, სადღაც ნანახი ხის ძირიანი საბო მომწონდა და მინდოდა, რომ ვიღაცას ეჩუქებინა. რატომღაც მეგონა, რომ დაბადების დღეზე ვიღაც მომიტანდა საჩუქრად.

 

უსაჩუქროდ არ მოხვიდეთ-მეთქი, ვაფრთხილებდი ყველას. მოვიდნენ სტუმრები, გავხსენი საჩუქრები და საყვარელი საბო არსად იდო და ძალიან გავბრაზდი.

 

სამაგიეროდ, საჩუქრებში იყო შოთა ნიშნიანიძის კრებული, რომელიც მეზობელმა ნუნუკა ზაალიშვილმა მაჩუქა. ნიშნიანიძე ძალიან შემიყვარდა. ვკითხულობდი და ვკითხულობდი…

 

2020-04-29"ჩვენ ექიმებს ტაში დავუკარით" - ვისი ჯერია ახლა? - "შენ მნიშვნელოვანი ხარ"

 

 

გალაკტიონი ვის ოჯახში არ არის? იოსებ გრიშაშვილი მომწონდა. შემიყვარდა ტერენტი გრანელი, რეზო ჩხარტიშვილი. და ასე, ჩემი საყვარელი პოეტებიც გამოიკვეთდნენ.

 

მსახიობი ზეიკო ბოცვაძე ძალიან მიყვარს. მას ბავშვობაში ვბაძავდი. ჩემი მეგობრის, ლიკა დგებუაძის მეგობარია ზეიკოს და, ცისანა ბოცვაძე. ერთხელ მირეკავს ლიკა და მეუბნება, ჩემი მეგობარი ცისანა ეძებს მსახიობს, რომელიც ლექსს კითხულობს და მე შენზე ვუთხარიო. მოკლედ, ცისანა ბოცვაძის თხოვნით მამა ადამ ახალაძის პოეზიის საღამოზე წავიკითხე ლექსი.

 

მამა ადამიანის პოეზია ღრმა, რელიგიური თემატიკის, პატრიოტულია. საოცარი სიღრმეები აქვს ლექსებში.

 

პირველ პერფომანსს მოჰყვა მეორე, მეორეს მესამე და… მამა ადამთან ურთიერთობამ და მისმა ლექსებმა, სულ სხვა თვალით დამანახა ლექსის დანიშნულება და არსი.

 

უბრალოდ ძალიან, ძალიან მიყვარს პოეზია და მის გარეშე, არა მხოლოდ ახლა, არც არასდროს შემეძლო. უბრალოდ, დრო არ მქონდა, რომ მემუშავა. ამ იზოლაციის პერიდოში კი ბევრს ვმუშაობ. სახლში ყოფნას, ამ კუთხით, ბევრი დადებითიც აღმოაჩნდა.

 

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მაძლიერებს.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X