15:10 | 2021-11-27 ავტორი:

რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალმა ვარიაციამ – თამარ გაბუნია

რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალმა ვარიაციამ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია მსოფლიოში აღმოჩენილ კორონავირუსი ახალი შტამი შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ჯერჯერობით რთული დასადგენია რა შედეგი შეიძლება მოიტანოს კორონავირუსის ახალმა შტამმა ქვეყანაში. მისივე თქმით, „ომიკრონის“ გამოვლენის შემდეგ, აუცილებელია, კოვიდ ვაქცინაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.

 

„ჩვენთვის, ყველაზე ქმედითი რისკების შემცირებაზე მუშაობა და თავის დაცვა იქნება, რათა ახალი შტამი ქვეყანაში აქტიურად არ გავრცელდეს. ძალიან რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალი ვარიაციის ამ ქვეყანაში გავრცელებამ, რადგან ჩვენ უკვე ვნახეთ „დელტა“ შტამის დამანგრეველი შედეგები.

 

ასე რომ, მომზადების ნაწილში, აქცენტი ვაქცინაციის პროგრამის რაც შეიძლება სწრაფად გაშლაზე უნდა გავაკეთოთ. ეს არის კიდევ ერთი, დამატებითი მიზეზი იმისთვის, რომ ყველამ დროულად მიიღოს ვაქცინაციის გადაწყვეტილება“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ საუბრობს, რომელიც პირველად აფრიკაში აღმოაჩინეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X