00:03 | 2020-08-12 ავტორი: ალექსი ქამადაძე

„რთულია შვილს, რომ ხედავ…“ – რა აჩვენეს ბაჩალიაშვილის დედას შსს-ში, რის გამოც ის ცუდად გახდა

„რთულია შვილს, რომ ხედავ…“ – რა აჩვენეს ბაჩალიაშვილის დედას შსს-ში, რის გამოც ის ცუდად გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები იმყოფებოდნენ, ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საგამოძიებო უწყებაში საწრაფო გამოიძახეს.

 

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, ნახეს აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლის გამოც თეონა თამაზაშვილი შეუძლოდ გახდა.

 

„გამოძიებასაც ბევრი კითხვა უჩნდება!“ - რაზე შეთანხმდნენ ბაჩალიაშვილის ოჯახთან შსს-ში
2020-08-11„გამოძიებასაც ბევრი კითხვა უჩნდება!“ - რაზე შეთანხმდნენ ბაჩალიაშვილის ოჯახთან შსს-ში

 

„შვილის ხმის გაგონებაზე და ვიზუალურად შვილის დანახვაზე [ბაჩალიაშვილის დედა ცუდად გახდა] შვილს, რომ დაინახავ მაინც სულ სხვა შეგრძნებაა. მითუმეტეს, დედა მაინც სხვანაირად აღიქვამს. რთულია შვილს, რომ ხედავ ის შენთვის ყოველთვის ცოცხალია. ძალიან ცუდად გაგვიხდა ქალბატონი თეონა.

 

მანამდე, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა, რომ კომპიუტერში იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე იყო ვიდეოებიც.

 

„გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ. რაღაცები ვნახეთ. ტელეფონთან დაკავშირებით ჯერ არა, ალბათ, ერთ-ორ დღეში ეგეც იქნება. კომპიუტერთან დაკავშირებით , შიგნით რაღაცები იყო, ვიდეოები ვნახეთ. მგონი, პატარა რაღაცები მნიშვნელოვანი არის. რაღაცები უნდა შეცვალოს. დამატებით არაფერი უთქვამთ, უნდა დავაცადოთ, 1-2 დღე, ტელეფონი რომ გაიხსნება“, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.

 

დღეს შსს-ში ყოფნისას, თეონა თამაზაშვილისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X