01:18 | 2021-10-28 ავტორი: Prime Time

რუისპირში ავარიით გარდაცვლილი მამაკაცის ემოციური ისტორია

რუისპირში ავარიით გარდაცვლილი მამაკაცის ემოციური ისტორია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა, 39 წლის ოთარ ოთარაშვილია.

 

გარდაცვლილი თელავში ცნობილი კარდიოლოგის, ანა ოთარაშვილის ვაჟია. ახალგაზრდა მამაკაცს, ორი მცირეწლოვანი გოგონა და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ რუისპირთან წუხელ, გვიან, ღამით მოხდა.

 

 

ოთარი ობლობაში იყო გაზრდილი, პატარა გახლდათ, როცა მამა გარდაეცვალა. დედამ დამოუკიდებლად გაზარდა, 39 წლის ვაჟკაცი იყო, საოცრად მეოჯახე და კარგი ადამიანი… ვერ ვიჯერებ, რომ ეს მოხდა.” – ამბობს ოჯახის ახლობელი.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ოთარ ოთარაშვილი მართავდა, ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, შემდეგ მართვა დაკარგა და  სავალ გზაზე შემხვედრ ავტომობილს დაარტყა.

 

შეჯახების შედეგად, დაშავებულია თელავის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და მისი მეუღლე, რომლებიც ყამაბარაშვილის კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X