
დღესდღეობით რუჯის მიღების უამრავი საშუალება არსებობს: სოლარიუმები, ავტორუჯი და ა.შ. თუმცა, სანამ ეს გამოგონებები იქნებოდა, ადამიანები რუჯის მისაღებად უამრავ უცნაურ მეთოდს მიმართავდნენ.
სანამ ამ უცნაურ მეთოდებზე მოგაწვდით ინფორმაციას, მანამდე გეტყვით, რომ ისინი ახლოსაც კი ვერ მოვლენ ქართველი რუჯის მოყვარულების „გამოგონებასთან“ – რომელიც ლეღვის ნახარშის გამოყენებას უკავშირდება.
ამ გზით რუჯს ვერა, თუმცა სერიოზულ დამწვრობას იღებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ექსპერიმენტის საკუთარ თავზე გამოცდის მსურველები კვლავ არსებობენ.
ამჯერადაც, გაფრთხილებთ, რომ ქვემოთ შემოთავაზებული ინფორმაციაც მხოლოდ გასართობ ცნობად მიიღეთ და არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ მათი განმეორება.
- რუჯის მიღების საბჭოთა სტილის უცნაური მეთოდი: ფეხზე დგახარ, ხელები განზე გაქვს გაჭიმული იმისთვის, რომ სხეულს მაქსიმალურად მოეკიდოს მზე.
- 1930-იან წლებში საკმაო პოპულარობით რძის სპრეი სარგებლობდა. რძე კანს დამწვრობისაგან იცავს. რუჯის მოყვარულები კი მისი წყალობით მოყავისფრო ფერს იღებდნენ.

- მიიღეთ წამალი გასარუჯად- წარსულში სასურველი რუჯის მისაღებად ადამიანები მედიკამენტებს სვამდნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო 8-MOP, რომელსაც ვიტილიგოსა და ფსორიაზის სამკურნალოდ იყენებენ. პრეპარატის გამოსაცდელად მეცნიერებმა არიზონას ციხეში კვლევაც კი ჩაატარეს. ისინი პატიმრებს დღეში 5 დოლარს უხდიდნენ, რათა 8-MOP-ის მიღების შემდეგ, მზეზე დაწოლილიყვნენ. მეცნიერები გაოცებულები დარჩნენ – კვლევაში მონაწილე პატიმრების კანმა ფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა.

- სოლაროტა – გასარუჯი მოწყობილობა 1960 წელს ფიზიოთერაპევტმა, ჯეიმს მორგანმა გამოიგონა. წარმოიდგინეთ, რომ ეს იყო ერთგვარი გამათბობელი, რომელიც ულტრაიისფერ სინათლეს ასხივებდა.
























