
რუმინეთის სოფელ, დევესელუს მოსახლეობამ მერად, ხმის მიცემამდე 10 დღით ადრე გარდაცვლილი მოქმედ მერად აირჩია.
ამის შესახებ ინფორმაციას ASSOCIATED PRESS-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ქალაქის მოქმედი მერი, იონ ალიმანი 17 სექტემბერს, COVID-19-ით გარდაიცვალა.
ადგილობრივებმა ალიმანი მესამე ვადით კვირას, 27 სექტემბერს აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ქვეყნის მუნიციპალურ არჩევნებამდე 10 დღით ადრე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი მერის პატივისცემად, დევესელუს ასობით მაცხოვრებელი საარჩევნო უბნებზე მივიდა და ალიმანს ხმა მაინც მისცა – შედეგების მიხედვით, არჩევნები დევსელუში1,600 ხმიდან 1,057 ხმით გარდაცვლილმა მერმა მოიგო.
სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნების საღამოს, მერის საფლავზე სანთლების დასანთებად და პატივის მისაგებად მივიდა.
ალიმანი იყო მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, PSD–ს სახელით ცნობილი.
მისი მოადგილე ნიკოლაი დობრემ ადგილობრივ ტელეკომპანიას Digi24–ს განუცხადა:
„არცერთ სხვა პრეტენდენტს ამომრჩევლისგან იგივე ნდობა არ მიუღია.”
კითხვაზე, მისცა თუ არა ხმას ალიმანს, დობრემ თქვა: „რა თქმა უნდა, მივეცი ხმა”.” – წერს უცხოური გამოცემა.























