
რუსეთმა შესაძლოა კორონავირუსით დაავადებული უცხოეთის მოქალაქეები დაადეპორტოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა განაცხადა.
„ახალი კორონავირუსი განსაკუთრებით საშიში დაავადებების სიას დაემატა. ჩვენ შეგვიძლია უცხო ქვეყნის დაავადებული მოქალაქეების დეპორტაცია. ასევე მივიღებთ სპეციალურ ზომებს, როგორიცაა იზოლაცია და კარანტინი“, – განაცხადა მიშუსტინმა.
კორონავირუსის გამო, სოჭში 12-14 თებერვალს დაგეგმილი ეკონომიკური ფორუმიც გააუქმეს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ორი შემთხვევა რუსეთში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, რის გამოც ჩინეთის მიმართულებით 200-მდე ფრენა გაუქმდა, ასევე შეზღუდვები დაწესდა სახმელეთო საზღვარზე.






















