10:17 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

რუსეთი საჰაერო მიმოსვლას სრულად აჩერებს

რუსეთი საჰაერო მიმოსვლას სრულად აჩერებს

რუსეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, „როსავიაციას“ ავიამიმოსვლის შეწყვეტის განკარგულება უკვე გადაეცა.

 

რუსეთი აჩერებს, როგორც ჩარტერულ ასევე, რეგულარულ რეისებს. შეზღუდვა ძალაში 27 მარტიდან შევა. ქვეყანაში მხოლოდ ის ფრენები განხორციელდება, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს.

 

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 658 შემთხვევა დაფიქსირდა, მატგან 3 ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო 29 გამოჯანმრთელდა.

 

 

ავტორი: Prime Time

X