
რუსეთის კლუტურის მინისტრს ოლგა ლიუბიმოვას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ამიტომ მინისტრი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ და სახლში მკურნალობს.
„კულტურის მინისტრი, ოლგა ლიუბიმოვა დისტანციურად მუშაობს. მინისტრი სახლში იმყოფება და ვიდეოკონფერენციების მეშვეობით აგრძელებს მუშაობას, მონაწილეობას იღებს შეხვედრებში ონლაინ ფორმატში.
დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრის საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი ჯერ არ არის“, – აცხადებს კულტურის მინისტრის პრესმდივანი ანა უსაჩევა.
6 მაისის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 165,929 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 21,327 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1,537 გარდაიცვალა.






















