
სანქტ-პეტერბურგში საავაადმყოფოში ხანძარი გაჩნდა.
წმინდა გიორგის სახელობის კლინიკაში ხანძარს 5 პაციენტი ემსხვერპლა.
რუსული მედიის ცნობით, ყველა მათგანი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ფილტვების ხელოვნული ვენტილაციის აპარატზე იყვნენ შეერთებულები.
შენობიდან 150 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
10 მაისს რუსეთში, მოხუცთა ჰოსპისში ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა.






















