17:06 | 2021-05-31 ავტორი: Prime Time

რუსეთის სპეცსამსახურთა უკანასკნელი იმედები – შალვა ნათელაშვილი გახარიასა და ვასაძეზე

რუსეთის სპეცსამსახურთა უკანასკნელი იმედები – შალვა ნათელაშვილი გახარიასა და ვასაძეზე

„ლეიბორისტების” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, გიორგი გახარია და ლევან ვასაძე რუსული პროექტები არიან.

 

მისი თქმით, კრემლში დაინახეს, რომ ივანიშვილი საქართველოში სიტუაციას ვეღარ მართავს და „სარეზერვო პაიკები დააძრეს”.

 

„ჩვენი ხალხი ვის რას აპატიებს და ვის რითი წაახალისებს, ამის თაობაზე აღმაშენებელსაც კი არ ჰქონდა თავისი აზრი, ისე აღესრულა. ჩვენი ხალხისას ვერ გაიგებ, დილით რას ფიქრობს, შუადღისას რას გადაწყვეტს და საღამოს ვის ჰანგზე დაუკრავს. ამიტომ დასჭირდა აღმაშენებელს ყივჩაღების ჩამოყვანა სახელმწიფოს შესაქმნელად. იგივე ხალხი ვართ, არ შევცვლილვართ.

 

რაც შეეხება გახარიას, ვასაძეებს და მათ მსგავსთ, ისინი პირადად წარმოადგენენ პუტინ-ნარიშკინის პროექტებს, რუსეთის სპეცსამსახურთა უკანასკნელ იმედებს, რადგანაც კრემლში დაინახეს, ივანიშვილი ვეღარ მართავს სიტუაციას და უფრო მეტიც, საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად ზედმეტი დაუთმო დასავლეთს, რა დაუთმო, ჯერ არ ვიცით. ამიტომ დააძრეს სარეზერვო პაიკები, უმცროსი ლეიტენანტები რუსეთის სპეცსამსახურებისა. აი, ეს არის რეალობა და ვინც ამ რეალობას გაიზიარებს, ქვეყნისთვის და მათთვის, ვინც არ გაიზიარებს, მერე არ იკითხონ, რა გვეშველებაო, არაფერიც არ გვეშველება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

ცნობისთვის , 29 მაისს გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ პრეზეტაცია გამართა.

 

ასევე ნახეთ: „მითხრა, თვალი უნდა აგიკრაო“ – რა სურპრიზი მოუწყო შალვა ნათელაშვილმა მეუღლეს

 

 

ავტორი: Prime Time

X