16:10 | 2020-04-03 ავტორი: ანეტი მიქელაძე

რუსეთმა ამერიკას სანქციადადებული სამედიცინო ტექნიკა მიჰყიდა – РБК

რუსეთმა ამერიკას სანქციადადებული სამედიცინო ტექნიკა მიჰყიდა –  РБК

ტვირთის ნაწილი, რომელიც რუსეთმა აშშ-ში კორონავირუსთან საბრძოლველად გაგზავნა, ამერიკული სანქციების ქვეშ იყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა РБК ავრცელებს.

 

სამედიცინო ტექნიკის თვითმფრინავის ფოტო, რომელიც Ruptly-მ გაავრცელა ჩანს, რომ სხვა ნივთებთან ერთად არის ხელოვნური ვინტელაციის აპარატურა, რომელიც კომპანია „ავენა მ-“ დაამზადა. მას ურალის ქარხანა აწარმოებს, რომელიც შედის „რადიოელექტრონული ტექნოლოგიის“ (КРЭТ) კონცერში.

 

 

КРЭТ-ი 2014 წლიდან, ამერიკული სანქციების ქვეშაა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. ამგვარად, აშშ-ს უფლება არ ჰქონდა შეეძინა КРЭТ-ის პროდუქცია.

 

კონცერნის წარმომადგენლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ სავენტილაციო აპარატებს, მხოლოდ რუსეთს უკეთებენ, ხოლო „საერთაშორისო მასშტაბით დახმარების გაწევა ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა“.

 

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელზეც სამედიცინო ტექნიკა იყო განთავსებული აშშ-ში 1-ელ აპრილს ჩაფრინდა. კრემლის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს „ჰუმანიტარული ხასიათის დახმარება იყო“.

 

დახმარებაზე ილაპარაკა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა რუსეთს, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ აშშ-მა რუსეთს ამ დახმარებისთვის თანხა გადაუხადა.

 

ტრამპის თქმით, რუსეთმა დიდი თვითმფრინავით ამერიკას დახმარება გაუგზავნა
2020-03-31ტრამპის თქმით, რუსეთმა დიდი თვითმფრინავით ამერიკას დახმარება გაუგზავნა
ავტორი: ანეტი მიქელაძე

X