
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის წინააღმდეგ პროფილაქტიკის, მკურნალობისა და დიაგნოსტირების ახალი რეკომენდაციები გამოსცა. როგორც რუსეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, ისინი მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან უცხოელ კოლეგებთან და რეგულარულად იღებენ ინფორმაციას პრაქტიკულ მკურნალობებსა და პროფილაქტიკაზე.
კერძოდ, ახალ რედაქციაში გამოქვეყნებულია მკურნალობის თერაპიის ახალი ნუსხა. როგორც მედიკოსები ამბობენ, კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანს კორონავირუსთან დაკავშირებული ატიპიური პნევმონია აქვს, რეკომენდირებულია კომბინაციური პრეპარატების მიღება. ესენია: ლოპინავირი + რიტონავირი, ქლოროკინი, ჰიდროქლოროქსინი და ინტერფერონის პრეპარატები.
„პრაპარატებს შორის, რომლებიც პაციენტების კლინიკურ გამოცდაზე აქვთ, ასევე შეიძლება აღინიშნოს უმიფენოვირი, რემდესივირი და ფავიპირავირი“, – წერია რუსულ რეკომენდაციებში.
რუსეთში ბოლო მონაცემებით კოროანავირისის 1036 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 4 ადამიანი, ხოლო 45 გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ნახევარ მილიონს გადასცდა.
ასევე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის რჩევა პრეპარატებთან დაკავშირებით:
























