12:29 | 2020-06-09 ავტორი: თეონა ყაჭიური

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა, შესაძლოა, შემოდგომაზე განაახლოს

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა, შესაძლოა, შემოდგომაზე განაახლოს

რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა, შესაძლოა, შემოდგომაზე აღადგინოს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული ავიაკომპანიების ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფად აღდგენის მიზნით, განიხილება ფრენების აღდდგენა საქართველოს და ეგვიპტის მიმართულებით.

 

„რუსული ავიაგადამზიდების ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფი აღდგენისთვის, განიხილება შემოდგომიდან საქართველოსა და ეგვიპტეში რეისების აღდგენა.

 

„ვიზეარი“ ქუთაისიდან 19 მიმართულებით ფრენებს წყვეტს
2020-06-09„ვიზეარი“ ქუთაისიდან 19 მიმართულებით ფრენებს წყვეტს

 

ეს არის მიმართულებები, რომლებზეც მოთხოვნა დიდია. რაც საშუალებას მისცემს ავიაკომპანიებს დაბალ სეზონზეც მიიღონ გარანტირებული მგზავრების ნაკადი“,- წერია ტუროპერატორების ასოციაციის განცხადებაში.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X