
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 182-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.
56 რეგიონიდან ჯამში სულ 840 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 546 მოსკოვშია ინფიცირებული.
ოფიციალური მონაცემებით, Covid 19-ს ქვეყანაში 2 ადამიანი ემსხვერპლა, საავადმყოფოდან 38 პაციენტი გაწერეს.
რუსეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, რუსეთი საჰაერო მიმოსვლას სრულად აჩერებს.






















