
მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის რეპეტიციაზე კორონავირუსით 376 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიებების პორტალზე დაყრდნობით Deutsche Welle ავრცელებს.
მოსკოვში, 9 მაისისადმი მიძღვნილი აღლუმის რეპეტიციის დროს COVID-19-ით 376 კადეტი დაინფიცირდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღლუმთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ინფიცირებულებს შორის სამხედრო სასწავლებლების კურსანტები არიან. ასევე არ არის გამორიცხული, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდოს. ჟურნალისტების მტკიცებით, გამოძიების დროს რეპეტიციაში მონაწილე 6 სასწავლებლის კურსანტები გამოიკითხა, საერთო ჯამში კი რეპეტიციაში მონაწილეობა 40-ზე მეტმა სამხედრო სასწავლებელმა მიიღო.
ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთში COVID-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირების დღიდან ვირუსით 1132 კადეტი და 1723 არმიის ოფიცერია დაინფიცირებული.
Deutsche Welle-ინფორმაციით, სამხედრო აღლუმისთვის რეპეტიცია, მარტის და აპრილის თვეში მოსკოვის ოლქის სოფელ ალაბინოში ტარდებოდა.
რამდენიმე კვირის წინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი 9 მაისის ნაცვლად სხვა დროს ჩატარდება. 9 მაისს კი წითელ მოედანზე მხოლოდ ავიაშოუ ჩატარდა.
ამ დროის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 221 344 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 2 009 პაციენტი გარდაიცვალა, 39 801 კი გამოჯანმრთელდა.






















