
რუსეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ინფიცირების 10,633 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 134,687 მიაღწია.
COVID19-ით რუსეთში სულ 1,280 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევების უმეტესობა, მოსკოვში ფიქსირდება. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში გამოჯანმრთელდა 16,639 ადამიანი.






















