
რუსეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ინფიცირების 8 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 353,427 მიაღწია.
დღემდე რუსეთში COVID19-ით სულ 3,633 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევების უმეტესობა, მოსკოვში ფიქსირდება. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში გამოჯანმრთელდა 118,798 ადამიანი.























