
მოსკოვის წმინდა სამების ლავრის მორჩილი, დიმიტრი პელიპენკო, რომელსაც კოვიდ-19 აღმოუჩინეს, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ეკლესიის ოფიციალურ გვერდზე აცხადებენ.
დიაგნოზის დადგენის შემდეგ, პელიპენკო საავადმყოფოში გადაიყვანეს. 24 აპრილს, მან ჰოსპიტალის ფანჯარა გატეხა, ქუჩაში გაიპარა და ეკლესიის წინ, სიცოცხლე სუიციდთ დაასრულა.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პელიპენკომ თავი დაიწვა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.






















