
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 196 შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის მთლიანად რუსეთში კორონავირუსის 1036 შემთხვევაა გამოვლენილი, ამათგან 4 გარდაიცვალა.
რაც შეეხება ჩვენს კავკასიელ მეზობლებს:
სომხეთში დაინფიცირების 329 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა 18 კი გამოჯანმრთელდა. აზერბაიჯანში კორონავირუსით 122 ადამიანია დაინფიცირებული, დაიღუპა 3, ხოლო 15 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
თურქეთში ბოლო მონაცემებით 3,629 შემთხვევაა გამოვლენილი. 75 ადამიანი გარდაიცვალა, 26 კი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 81 შემთხვევა გამოვლინდა.
13 უკვე გამოჯანმრთელდა და ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჩვენთან არ ფიქსირდება.
ცნობისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ნახევარ მილიონს გადასცდა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















