10:33 | 2020-03-28 ავტორი: Prime Time

რუსეთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით მთელი კვირა არასამუშაოდ გამოცხადდა

რუსეთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით მთელი კვირა არასამუშაოდ გამოცხადდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში „არასამუშაო კვირა“ გამოაცხადა და ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

კრემლი მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩენენ სახლში. ბოლო მონაცემებით რუსეთში კორონავირუსის შემთხვევები 1 000-ს გადასცდა.

 

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ მათთან ეპიდემია ჯერჯერობი არ მძინვარებს, თუმცა შეზღუდვებს მაინც დააწესებენ.

 

ცნობისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ნახევარ მილიონს გადასცდა.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X