23:28 | 2020-05-04 ავტორი: ანეტი მიქელაძე

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი პუტინს საფრთხეს უქმნის – CNN

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი პუტინს საფრთხეს უქმნის – CNN

„გასულ შაბათ-კვირას, რუსეთმა ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლები გამოაქვეყნა – 24 საათის განმავლობაში 10,633 ადამიანის კოვიდ-19 დაუდასტურდა“, – წერს რუსეთის შესახებ CNN-ი.

 

„ეკონომიკური ტკივილი უფრო მძიმდება: გასულ კვირას, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცახადა, რომ მსგავსი კრიზისი მანამდე არასდროს უნახავს“, – წერს cnn-ი.

 

„ეს საშიშ პოლიტიკურ მომენტს უქმნის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

 

ახალ გამოკითხვაში, რომელიც დამოუკიდებელმა კვლევითმა ცენტრმა „ლევადამ“ გამოაქვეყნა, რესპონდენტების ნახევარზე ნაკლებმა – 46%-მა თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება კრიზისს ადეკვატურად გაუმკლავდა“, – წერს ამერიკული არხის კორესპონდენტი.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X