
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში 4 069 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში რუსეთში ახალი კორონავირუსის 32 007 შემთხვევაა გამოვლენილი.
გარდაცვლილთა რაოდენობა 273-ია, ხოლო გამოჯანმრთელებული 2590 ადამიანი.
რაც შეეხება მსოფლიოში, ამ ეტაპისთვის 2,185,744 შემთხვევაა გამოვლენილი. ამათგან, 146,969 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 553,323 გამოჯანმრთელდა.
17 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 370-მდე გაიზარდა. მათგან 3 გარდაიცვალა და 77 გამოჯანმრთელდა.
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















