12:22 | 2020-04-03 ავტორი: ანეტი მიქელაძე

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 601-ით გაიზარდა და ჯამში 4149 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული BBC ავრცელებს.

 

ბოლო მონაცემებით, რუსეთში ვირუსისგან 34 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 281 გამოჯანმრთელდა.

 

მსოფლიოში კოვიდ-19-ისგან დაინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 50 ათასს.

 

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 134 -მდე გაიზარდა. 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X