
რუსეთში, მილიარდერ დიმიტრი ბოსოვის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 52 წლის მამაკაცის ცხედარი, მოსკოვის მახლობლად, ოდინცოვოში იპოვეს. რამდენიმე მედიასაშუალება იმასაც წერს, რომ ბიზნესმენმა თავი მოიკლა.
ბოსოვი ჯგუფ „ალტეკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც ანტრაციტსა და ნახშირს მოიპოვებს.
Forbes-ის უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტინგში ბოსოვი 86-ე ადგილზეა.






















