15:55 | 2021-06-05 ავტორი: Prime Time

რუსეთში პოლიციამ 19 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლა

რუსეთში პოლიციამ 19 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლა

რუსეთში, ნოვოსიბირსკში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მოკლა. შემთხვევა 28 მაისს მოხდა.

 

ცნობილია, რომ საქართველოს მოქალაქე, თანმხლებ პირებთან ერთად, მანქანით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. პოლიციამ ავტომობილი გააჩერა, რა დროსაც მანქანაში მყოფი პირები გაქცევას შეეცადნენ.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლიცელმა წინააღმდეგობის გაწევისას საქართველოს მოქალაქეს ვაკილ აბდულაევს ესროლა. 19 წლის ახალგაზრდა თავში დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

პოლიციელის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით მიმდინარეობს: ესაა გაუფრთხილებლობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ავტორი: Prime Time

X