17:21 | 2020-06-17 ავტორი: ალექსი ქამადაძე

„რუსეთში შენ დიდი კაცი ხარ, აქ კი, უბრალოდ *** ხარ“ – გვარამიამ კადიროვს ანეგდოტი მიუძღვნა

„რუსეთში შენ დიდი კაცი ხარ, აქ კი, უბრალოდ *** ხარ“ – გვარამიამ კადიროვს ანეგდოტი მიუძღვნა

15 ივნისს, „მთავრი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

 

ამ ინფორმაციას გუშინ, 16 ივნისს თავად კადიროვი გამოეხმაურა და გაბუნიას ლიკვიდაციის შეკვეთა უარყო. კადიროვის თქმით, მის დავალებებს „ყოველთვის ასრულებენ“, ხოლო რუსეთის შეურაცხყოფისთვის, გაბუნია „მუხლებზე უნდა დადგეს და ბოდიში მოიხადოს“.

 

ნიკა გვარამიამ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე კადიროვს ანეგდოტი მიუძღვნა.

 

რამზან კადიროვმა პიჯაკის შეკერვა გადაწყვიტა.

 

ყველაზე ძვირიანი ნაჭერი იყიდა დამკერავს მიადგა, მკერავმა კი ასეთი პასუხი გასცა:

 

– თქვენ დიდი კაცი ხართ, ნაჭერი ცოტაა – არა, პიჯაკს ვერ შეგიკერავთ.

 

კადიროვი სხვა მკერავებთანაც მივიდა. ყველა ერთი და იმავეს პასუხობდა. „თქვენ დიდი კაცი ბრძანდებით, მასალა ცოტააო“.

 

ასე მან მთელი ჩეჩნეთი მოიარა და პიჯაკი ვერ შეიკერა.

 

„ვასამბეგ ბოკოვი“ დაკავებულის რეალური სახელი არ არის?! - „სინამდვილეში ის ჩეჩენია“
2020-06-17„ვასამბეგ ბოკოვი“ დაკავებულის რეალური სახელი არ არის?! - „სინამდვილეში ის ჩეჩენია“

 

ბოლოს ერთმა მოხუცმა მკერავმა კადიროვს უთხრა: წადი თბილისში, იქ ნაცნობი მყავს, რომელიც პიჯაკს შეგიკერავს.

 

რა უნდა ექნა, წავიდა რამზანი თბილისში და მკერავთან შევიდა. მკერავმა მშვიდად აუღო ზომები,ნაჭერი დაიტოვა და უთხრა:

 

– ხვალ მოდი.

 

კადიროვი მეორე დღეს მივიდა. მკერავი შარვალს აწვდის…

 

მოიზომავ?

 

გამოართვა რამზანმა, მოიზომა, ძალიან კარგი შარვალია, კარგად ადგას წელზეც, ფეხებზეც, ჩაჯდომისას არ იჭიმება, ბევრი ჯიბე აქვს, კმაყოფილია.

 

– მადლობა, ყველაფერი კარგია.

 

მკერავი: პიჯაკს მოიზომავ?

 

იზომავს პიჯაკს, კვლავ ყველაფერი იდეალურია, ჯიბეებიც აქვს, თავისუფალია. როცა კადიროვი ფულის გადახდას აპირებდა, მკერავი კვლავ ეკითხება:

 

– ჟილეტს მოიზომავ?

 

კადიროვი გაკვირვებულია. მოიზომა ჟილეტიც და ამჯერადაც ყველაფერი კარგადაა.

 

ბოლოს კადიროვი მკერავს ეკითხება?

 

-კი მაგრამ, მთელი ჩეჩნეთი მოვიარე და ყველა უარს ამბობდა, მეუბნებოდნენ „თქვენ დიდი კაცი ბრძანდებით, ნაჭერი კი ცოტააო“, შენ კიდე პიჯაკთან ერთად, ჟილეტიც შემიკერეო.

 

მკერავი პასუხობს: შენ დიდი კაცი ხარ ჩეჩნეთში, აქ კი უბრალოდ *ლე ხარ…

 

ქუდს მოიზომავ?…

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X