21:51 | 2021-08-30 ავტორი: მარი ჯაფარიძე

რუსეთში სტალინთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა საზოგადოება გააოცა

რუსეთში სტალინთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა საზოგადოება გააოცა

ბოლო 10 წლის განმავლობაში იოსებ სტალინის ძეგლის დადგმის მხარდამჭერთა რიცხვი გაორმაგდა და  25%-დან 48%-მდე გაიზარდა. მოქალაქეთა კიდევ უფრო მეტ რაოდენობას (60%) მოსწონს სტალინ-ცენტრის კომპლექსის შექმნის იდეა.

 

კომუნისტები გეგმავენ „სტალინის ცენტრის“ აშენებას ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, ქალაქ ბორში. ამის შესახებ 2021 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა ინფორმაცია.

 

კომუნისტების აზრით, ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი ქვეყნის მასშტაბით, მსგავსი სივრცის გახსნისას. მანამდე, ბორში, ადგილობრივ ბიზნესმენისა და რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ბორის ფილიალის ხელმძღვანელის, ალექსეი ზოროვის კუთვნილ ტერიტორიაზე დაიდგა სტალინის სამმეტრიანი ძეგლი.

 

ჩატარდა გამოკითხვა, რომლის შედეგმაც საზოგადოება გააოცა.

 

მოსახლეობის მხოლოდ 20% აფასებს უარყოფითად, რომ გამარჯვების მომდევნო წლისთავზე სტალინის ძეგლი დაიდგას.

 

29% გულგრილია ამ თემის მიმართ და 3%-ს უჭირს პასუხის გაცემა. ეს ინიციატივა ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა ახალგაზრდა რესპოდენტებში (50%) და ყველაზე ხანდაზმულებში (52%).

 

 

რუსები ამგვარი კომპლექსის დაარსებისა და ძეგლის დადგმის აუცილებლობას იმით ხსნიან, რომ სტალინი არის ისტორიის ნაწილი, რომლის დამახსოვრებაც საჭიროა  (გამოკითხულთა 35% ასე პასუხობს). გამოკითხულთა კიდევ 22% საბჭოთა ლიდერს უწოდებს დიდ კაცს, დიდ ლიდერს და ერების მამას და აცხადებენ, რომ სტალინმა აღადგინა ქვეყანა, მოაწესრიგა და ასევე – მოიგო ომი.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X