09:30 | 2020-05-17 ავტორი: Prime Time

რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო კი სიმშვიდის კუნძულია – Washington Post

რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო კი სიმშვიდის კუნძულია – Washington Post

მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია, – ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ ახალი აღიარება მოიპოვა, რადგან მსოფლიო ახლა მათ მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებას აკვირდება.

 

„მსოფლიოს სამ უძლიერეს სახელმწიფოში – აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთში პანდემია ყველაზე ფართოდაა გავრცელებული.

 

ჩინეთი თავდაცვის პოზიციაშია, ვინაიდან მეტოქეები მას გამჭირვალობის დეფიციტში ადანაშაულებენ.

 

თუმცა, ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ ახალი აღიარება მოიპოვა, რადგან მსოფლიო ახლა მათ მიერ მიღწეულ ადრეულ წარმატებებს აკვირდება,“ – აღნიშნულია სტატიაში.

 

„მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია. ქვეყანას, სადაც 3.75 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 700-ზე ნაკლები დადასტურებული შემთხვევა და მხოლოდ 12 გარდაცვლილი ჰყავს. რამაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შექებაც დაიმსახურა“- წერს Washington Post-ი.

 

ავტორი: Prime Time

X