11:14 | 2020-07-11 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რუსეთზე საერთო გეგმა არ გვაქვს და არაა სწორი ერთი ადამიანის ამოჩემება – არველაძე შენგელიაზე

რუსეთზე საერთო გეგმა არ გვაქვს და არაა სწორი ერთი ადამიანის ამოჩემება – არველაძე შენგელიაზე

„არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში შოთა არველაძე წერს და ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელია რუსულ საკალათბურთო კლუბში გადასვლას ეხმაურება.

 

„ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა.

 

ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე.

 

ქართველი კაცი რომ საქართველოს სახელით გამოდის, ის ძალიან საშიში კაცია - თორნიკე შენგელია
2020-05-25ქართველი კაცი რომ საქართველოს სახელით გამოდის, ის ძალიან საშიში კაცია - თორნიკე შენგელია

 

იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე.

 

საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი.

 

ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია.

 

მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს“, – წერს შოთა არველაძე.

 

ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ,…

Posted by Shota Arveladze on პარასკევი, 10 ივლისი, 2020

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X