18:08 | 2021-11-01 ავტორი: რუსა ღვანიძე

რუსი მოდელი ირინა ვოლკოვა მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო დააკავეს

რუსი მოდელი ირინა ვოლკოვა მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში მოდელი იმ მიზეზით დააკავეს, რომ წმ. ისააკის ტაძრის ფონზე ქვედა საცვალში ფოტო გადაიღო.

 

სოციალური ქსელის მომხმარებლები ხელისუფლებას სთხოვენ, ყურადღება მიაქციონ მოდელის ფოტოს, სადაც ის წმ. ისააკის ტაძრის ფონზე კამერასთან ზურგით დგას და გვერდით მამაკაცი უდგას.

 

როდესაც ფოტოს გამო აურზაური ატყდა, მოდელმა ფოტო სოციალური ქსელიდან მალევე წაშალა, მაგრამ ფოტო მის გვერდით მდგომი მამაკაცის ინსტაგრამ გვერდზე შემორჩა.

ფოტომ საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო და ირინა ვოლკოვას წინააღმდეგ საქმე საზოგადოებისადმი უპატივცემულობის გამოხატვისა და მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მუხლით აღიძრა.

 

31 ოტრომბერს ირინა ვოლკოვა სასამართლომ სასჯელის გარეშე გაათავისუფლა. მოდელმა სასამართლოზე ბოდიში მოიხადა დაუფიქრებლად გადაღებული ფოტოს გამო. მოდელმა პირობა დადო, რომ ფოტოს სოციალური ქსელიდან აუცილებლად წაშლიდა და მსგავსი აღარ განმეორდება.

 

„ფოტო დაუფიქრებლად გადავიღე, მხოლოდ შემდეგ მივაქციე ყურადღბა. სურათს წავშლი და მსგავსს აღარ გავიმეორებ“. – თქვა ვოლკოვამ.

რუსეთში მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შურაცხყოფის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსს 2012 წლიდან დაემატა.

ავტორი: რუსა ღვანიძე

X