22:22 | 2020-03-26 ავტორი: თამთა თორდია

სოფელ შამგონას მიმდებარედ რუსი სამხედროების გადაადგილება შეინიშნება?!

სოფელ შამგონას მიმდებარედ რუსი სამხედროების გადაადგილება შეინიშნება?!

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ შამგონას ცენტრის მოპირდაპირედ რუსი სამხედროების გადაადგილება შეინიშნებოდა. ამის შესახებ ადგილობრივებმა „პრაიმტაიმს“ აცნობეს.

 

„5 დღეა რაც მუშაობს ტექნიკა, ბულდოზერი. შეიმჩნევა რუსი სამხედროების გადაადგილება.

 

ვესაუბრეთ ოკუპირებულ თაგილონში მცხოვრებ მოსახლეობას და ისინიც ადასტურებენ ამ ფაქტს. ეს კი ჩვენი აზრით უკავშირდება ადმინისტრაციული საზღვრის სრულ გაკონტროლებას“,-განუცხადა „პრაიმტაიმს“ სოფელ შამგონის მკვიდრმა ლაშა ბეჭვაიამ.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“.

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აწარმოებდნენ უკანონო სამუშაოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,- აცხადებენ სუსში.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამთა თორდია

X