20:57 | 2020-03-23 ავტორი: თამთა თორდია

რუსი პილოტი, რომელსაც COVID 19 დაუდასტურდა, მკურნალობას საკუთარ ქვეყანაში გააგრძელებს

რუსი პილოტი, რომელსაც COVID 19 დაუდასტურდა, მკურნალობას საკუთარ ქვეყანაში გააგრძელებს

ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა პილოტს, რომელიც სასტუმრო „ჰილტონში“ იმყოფებოდა.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მან საქართველოში გამომგზავრებამდე ტესტი საკუთარ ქვეყანაში ჩააბარა, დღეს დილით კი მიიღო შეტყობინება, რომ covid-19 ჰქონდა.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქე დღეს დილით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩაუტარდა განმეორებითი ტესტი, რომელიც ასევე დადებითი აღმოჩნდა. მინისტრი ამბობს, რომ პილოტს მინიმალური კონტაქტები ჰქონდა, მხოლოდ იმ პირებთან, ვინც საკვებს აწვდიდა.

 

ზაალ მიქელაძის განმარტებით ის დღეს სპეციალური რეისით დატოვებს საქართველოს და მკურნალობას საკუთარ ქვეყანაში გააგრძელებს.

 

„დღეს აჭარაში საკარანტინო ზონაში გვყავს 1000 მეტი მოქალაქე თვითიზოლაციაში კი 100-მდე. პირველი ნიშნების დაფიქსირებისთავანე გადაგვყავს ინფექციურში. დღეს 6 იყო გადაყვანილი და სამს დაუდასტურდა. მათ შორის იყო ჩრთილოეთ ევროპის რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქე. მას თავის ქვეყანაში ჰქონდა ჩატარებული კვლევა კორონავირუსზე კვლევა, დღეს მიიღო შეტყობინება და გაგვაგებინა. გადავიყვანეთ ინფექციურ საავადმყოფოში და დაიწყო მოკვლევა. ის დღეს სპეციალური რეისით, გვიან რამით დაბრუნდება თავის ქვეყანაში.

 

თვითიზოლაციის რეჟიმში მას ჰქონდა მინიმალური კონტაქტი, თუ არ ჩავთვლით იმ მომსახურე პერსონალს რომელსაც მიჰქონდა მასთან საკვები. რადგან საეჭვო იყო გადაწყვიტა იზოლაცია. ის ბათუმში მანამდე ჩამოვიდა ვიდრე ფრენები შეწყდებოდა. აბსოლუტურად კანონიერად იყო“- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

 

შეგახსენებთ, იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი ტურისტი იყო, ხოლო ბოლო მონაცემებით უცხოელი კაცი, რომელიც ტურისტი ეგონათ, პილოტი აღმოჩნდა.

 

ამ თემაზე:

 

ბათუმის ჰილტონში მყოფ უცხოელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა - პაატა იმნაძე
2020-03-23ბათუმის ჰილტონში მყოფ უცხოელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა - პაატა იმნაძე

 

ავტორი: თამთა თორდია

X