
რუსულ მედიაში კვლავაც არ ცხრება სკანდალი რამდენიმე თვის წინ გადაღებული ვიდეოს გამო, სადაც ასახულია, თუ როგორ აღნიშნავს რუსი გამომძიებელი დაწინაურებას კოლეგების გარემოცვაში.
ამ საკითხზე ჟურნალისტებმა კითხვა პირადად ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანს, დიმიტრი პესკოვსაც დაუსვეს, თუმცა კრემლში თქვეს, რომ თითქოს ამ სკანდალის შესახებ არაფერი იციან.
მოკლედ, იმ დღეს რუსეთის ქალაქ ტიუმენში მდებარე ქართულ რესტორან სალობიეში რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებელი რაფიკ აგლიუნინი მარიორის წოდების მიღებას აღნიშნავდა. ვიდეოდან ირკვევა, რომ სუფრას ქართულ რესტორნაში პროკურორი, მოსამართლე და საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები ესწრებიან. ისმის ქართული სიმღერების ხმაც.
ამ დროს კადრში ჩნდება სუფრაზე მყოფი ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ქურდულ ლოზუნგებს სკანდირებს – „АУЕ“, „Жизнь ворам“.
რაფიკ აგლიუნინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა საზოგადოების ნაწილი, სხვა მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვს.
აღნიშნული გამომძიებელი ტიუმენში ცნობილია 74 წლის ქალის დაპატიმრებით, რომელიც მისი მტკიცებით, გამომძიებელს დაემუქრა. ამ საქმეს თავის დროზე ასევე დიდი სკანდალი მოჰყვა.






















