09:11 | 2021-07-07 ავტორი: Prime Time

რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის სერვერები გატეხეს – მედია

რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის სერვერები გატეხეს – მედია

ჰაკერულმა დაჯგუფებამ რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის სერვერები გატეხა. დაჯგუფება Cozy Bear-ს აშშ-ში რუსეთის შიდა დაზვერვის სამსახურთან აკავშირებენ.

 

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. 

 

გამოცემის ცნობით, ჰაკერული შეტევა გასულ კვირას განხორციელდა. ჯერჯერობით უცნობია, რა მონაცემებზე მიიღეს წვდომა ჰაკერებმა.

 

ჰაკერული თავდასხმა კორპორაცია Synnex-ის სერვერზე მოხდა, რომელსაც რესპუბლიკური რესპუბლიკური პარტია იყენებს.

 

აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, Cozy Bear-ი 2016 წელს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვებზე თავდასხმის უკან იდგა.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X