13:28 | 2021-09-01 ავტორი: თეონა ყაჭიური

რუსმა ტურისტმა ბიჭვინთაში სასტუმროს მეპატრონე და დამსვენებელი დაჭრა

რუსმა ტურისტმა ბიჭვინთაში სასტუმროს მეპატრონე და დამსვენებელი დაჭრა

რუსეთის ფედერაციის ქალაქ სამარას მკვიდრმა, რომელიც ბიჭვინთაში სასტუმრო „სერ რამბოში“ ისვენებდა, დაჭრა სტუმარი და სასტუმროს მეპატრონე, იტყობინება დე ფაქტო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

 

„იგი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. მან სასტუმროს 53 წლის მფლობელს დანით მრავალობითი დაზიანებები კისერისა და მკლავის მიდამოებში მიაყენა.

 

ასევე მან, ნოვოსიბირსკიდან ჩამოსული დამსვენებელიც დაჭრა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

 

მიშო აღარ მყავს, ჩემი უნიჭიერესი ბიჭი! - გიორგი სუხიტაშვილი
2021-09-01მიშო აღარ მყავს, ჩემი უნიჭიერესი ბიჭი! - გიორგი სუხიტაშვილი

 

დაშავებულები გაგრის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

სამართალდამცველებმა 2 პირის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი, მიმდებარე სასტუმროს ეზოში ცხელ კვალზე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

აცტორი: თეა შონია 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X