
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით განაწყენებული ოპოზიცია ხელისუფლებასთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ოპოზიციური ძალა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშნავს მოითხოვს.
არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პირველივე დღიდან, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები შეეცადნენ და ორივე მხარე მოლაპარაკების მაგადიასთან მიიწვიეს. გაიმართა შეხვედრების 4 რაუნდი.
2020 წლის დეკემბერში, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით ხუთსაათიანი მოლაპარაკებებისა და უკვე მეოთხე მცდელობის შემდეგ ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ვერაფერზე შეთანხმდა. საბოლოოდ, მეათე მოწვევის პარლამენტი უმრავლესობისა და რამდენიმე ოპოზიციონერის დასწრებით გაიხსნა.
მოგვიანებით დეპუტატთა რიგებს ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი შეუერთდნენ…
პარლამენტის სხდომების პარალელურად, ოპოზიციონერი ლიდერები გეგმას სახავენ, როგორ გაისტუმრონ მოქმედი ხელისუფლება. მოვლნები უფრო მეტად ნიკა მელიას დაკავებამ დააჩქარა.
სასამართლოს 17 თებერვალს გამოცხადებული განაჩენის თანახმად, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა, თუმცა ის „ნაციონალური ოცნების“ ოფისში მხრადმჭერებთან ერთად გამაგრდა და მისი დაკავება 23 თებერვალს სპეცოპერაციის შედეგად მოხდა.
ამის შემდეგ ისედაც განაწყენებული ოპოზიცია, კიდევ უფრო გაბრაზდა და მასშტაბური აქციაა დაანონსა…
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას კიდევ ერთხელ ურჩევს, შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა.
26 თებერვალს ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება
„ხვალინდელი აქცია არის უწყვეტი პროტესტის დასაწყისი. პროტესტი, ბუნებრივია, ეხება პირველ რიგში, პოლიტპატიმრებს, რიგგარეშე არჩევნებს … გაიშლება ბევრი კარავი. კარავი არ არის თვითმიზანი, მაგრამ არის საშუალება ადამიანებისთვის, გულანთებული პატრიოტებისთვის, დარჩნენ და ცუდ ამინდში თავი შეაფარონ. პროტესტი იქნება სხვა ქალაქებში. საპარლამენტო საქმიანობის პარალელურად, იქნება პიკეტები, სირცხვილის კორიდორები, აქციები სხვადასხვა სამინისტროსთან. რეგიონულ ქალაქებშიც იქნება მანიფესტაციები“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
როგორც „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.
ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ხვალ, 13:00 საათზე მსვლელობა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.
“ეს არის მსვლელობა თავისუფლებისთვის იმ ძალიან მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. ეს იყო მთავარი საკითხები ოპოზიციის შეხვედრის და ასევე სამომავლო გეგმები. ჩვენ ხვალ აქციაზე გავაჟღერებთ კოორდინირებული ოპოზიციის მოქმედებას. სამომავლო გეგმები ეხება მათ შორის ფართომასშტაბიან აქციებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.
„ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრემა დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საპროტესტო აქციების ფონზე“,- განაცხადა უდუმაშვილმა.
ოპოზიციის ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს მმართველი პარტია.
როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა არ აპირებს, ხოლო რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ისინი საქართველოში საერთოდ არ არსებობენ.
„როცა ვირტუალურად მოგონებული გაყალბებული არჩევნების ფონზე, ითხოვ ვადამდელ არჩევნებს და ამ პირობებს არ ცვლი, რეალური არაფერია. ყველა ცივილიზებულმა სამყარომ აღიარა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ოთხი რაუნდი გაიმართა, ხოლო მეხუთე რაუნდი პოზიციების შეუთანხმებლობის გამო, ჯერჯერობით, გაყინულია.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდას კიდევ ერთხელ არ მიუჯდება და მოლაპარაკებები ვეღარ შედგება?!
პოლიტიკის ექსპერტის, ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდება, ეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ფონს კიდევ უფრო გაამწვავებს, თუმცა აღნიშნულს მასშტაბური ხასიათი არ ექნება.
„ოპოზიციას სხვა გზა არა აქვს, გარდა იმისა, რომ საპროტესტო აქციები გააგრძელოს. თუმცა საზოგადოებაში განწყობა იმისა, რომ აქციები მასობრივი გახდეს, ნაკლებად არსებობს. ანუ მოსახლეობა არ არის მისული იმ ზღვრამდე, რომ ხელისუფლება სახლში გაისტუმროს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა არ მოუწევს. ხელისუფლება ახლა გაცილებით მომგებიან ვითარებაშია, ვიდრე ოპოზიცია. ოპოზიციისა და ხელისუფელბის შეუთანხმებლობა გარკვეულ პოლიტიკურ ვითარებას გაამწვავებს, თუმცა ამას მასშტაბური ხასიათი ვერ ექნება“,- განაცხადა ძაბირაძემ „პრაიმტაიმთან“.
პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია…
„არ მგონია, რომ ხელისუფლება ამ ვითარებაში კომფორტულად გრძნობდეს თავს. ჩანს, რომ ხელისუფლება ნეგატიურ ციკლში შევიდა, მან დასავლეთთან ურთიერთობაში გრძელვადიანი პრობელემებ შეიქმენს. დიალგი გამოროცხულია, თუ მელია ციხიდან არ გათავისუფლდა”,- განაცხადა ხუხაშვილმა.
რა საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას და რას ამბობენ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობასთან დაკავშირებით?
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო:
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო.
შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის ელჩის საქართველოში კარლ ჰარცელი:
„ეესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.
საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას“,- აცხადებს კარლ ჰარცელი.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი:
„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელოდება, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ასე ძლიერად იშრომა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას“, – წერს აპატურაი.
ეუთოს თავმჯდომარე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე:
„თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს შეშფოთებით ვაკვირდები. როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, გავიმეორებ ჩემს მოწოდებას ყველა მხარისადმი, დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთო-ს ვალდებულებების სრული დაცვით, რათა დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი“, – წერს ლინდე.
მაშ ასე, ჩაცხრება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით გამოწვეული პოლიტიკური პროცესები საქართველოში პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ უფრო კარგად გამოჩნდება.






















