21:19 | 2021-07-06 ავტორი: Prime Time

რუსთაველის გამზირზე პოლიციის დამატებითი ძალები მიიყვანეს

რუსთაველის გამზირზე პოლიციის დამატებითი ძალები მიიყვანეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სადაც მდუმარე აქცია მიმდინარეობს, პოლიციის დამატებითი ძალები არიან მობილიზებული.

 

„ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა“ - ბიძინა კულუმბეგოვი აქციაზე მივიდა 
2021-07-06„ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა“ - ბიძინა კულუმბეგოვი აქციაზე მივიდა 

 

რუსთაველის გამზირზე ვითარება პერიოდულად იძაბება. ცოტა ხსნის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა მდუმარე აქციის მონაწილეების მხარეს, პარლამენტთან გადანაცვლება სცადეს. ადგილზე მობილიზებული პოლიცია შეეცადა სიტუაციის განეიტრალებას.

 

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა.

 

რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა. აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც გუშინ „ღირსების მარში“ ვერ გამართეს. ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან იმყოფებიან გურამ ფალავანდიშვილი, მისი თანამოაზრეები.

 

ნახეთ: კადრები მონტაჟის გარეშე – პარლამენტთან ვითარება დაიძაბა (ვიდეო)

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X