
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა – აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამის გათენებას კარვებში აპირებს.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, რომელზეც ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას აპროტესტებდნენ ამ დროისთვის დასრულებულია. პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე 3 კარავია გაშლილი, სადაც აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.
აქციის მონაწილეები კარვების დამატებას გეგმავენ. რუსთაველის გამზირზე, სატრანსპორტო მოძრაობა აქციის დასრულებისთანავე აღდგა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ამ აქციით ოპოზიციამ პროტესტი უკვე ქუჩაში გადაიტანა, 26 თებერვალს კი მასშტაბური აქცია იგეგმება.






















