
რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა“ და პარტია „ქართული იდეის“ წარმომადგენლებმა კარვები გაშალეს.
ისინი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, ხვალ, 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის გაუქმებას ითხოვენ.
რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები რუსთაველის მეტროსთან დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში გეგმავენ. ადგილზე იმყოფება გურამ ფალავანდიშვილიც. რუსთაველის მეტროსთან მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის“ კვირეული 1-ელ ივლისს გაიხსნა და ხვალ ღირსების მარშით დასრულდება.























