20:08 | 2020-10-31 ავტორი: თამთა თორდია

„რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია 

„რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა.

 

ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

 

ტელეკომპანია „რუსთავი2“ ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ბრიტანულმა კომპანია  Survation-მა ჩაატარა.

 

ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:

„ქართული ოცნება“ – 52.26%

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 25.33%

 

„ევროპული საქართველო“ – 4.20%

 

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.37%

 

„ლელო საქართველოსთვის“ -2.61%

 

„ლეიბორისტული პარტია“ – 1.22%

 

„პატრიორთა ალიანსი“ – 2.29%

 

„გირჩი“ -3.52%

 

ცნობისთვის, ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ არის შესაძლებელი.

ავტორი: თამთა თორდია

X