
“რუსთავი 2-ის” წილებისთვის ისევ დაობენ. მორიგი სხდომა ტელეკომპანიის დაბადების დღეს დაემთხვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ მიმართეს, ისინი ტელეკომპანიის 60%-იან წილს ითხოვენ. არხის მოქმედი მენეჯმენტი მოსარჩელე მხარის მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებს.
პარალელურად, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე არხის ყველა მოქმედ და უკვე სხვა ტელევიზიებში მომუშავე თანაშრომლებს ტელევიზიის დაბადების დღეს ულოცავს.
სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი პაატა სალია კი არხს პირველობას უსურვებს და ყველა მის თანამშრომლებს დაბადების დღეს ულოცავს.






















