
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ვერტმფრენი გამოჩნდა.
ვერტმფრენი რამდენიმე წუთის წინ, საპატიმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაეშვა.
ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ვერტმფრენის მობილიზება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სხვაგან გადაყვანას.
მანამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ კონსილიუმმა სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















