12:57 | 2020-06-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რუსთავის მერის მოადგილეს სცემს – დაპირისპირება მერიის შენობაში მოხდა

რუსთავის მერის მოადგილეს სცემს – დაპირისპირება მერიის შენობაში მოხდა

რუსთავის მერის მოადგილეს სცემეს. გოჩა ლორიას ფიზიკური დაზიანებები ერთ-ერთმა მოქალაქემ მერიის შენობაში მიაყენა.

 

რუსთავის მერიაში არ აკონკრეტებენ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი მოქალაქესა და მერის მოადგილეს შორის.

 

ყაჩაღობა, გაუპატიურება, ძალადობა, ქურდული სამყარო - ცნობილი ქართველი სპორტსმენების სკანდალები
2020-05-26ყაჩაღობა, გაუპატიურება, ძალადობა, ქურდული სამყარო - ცნობილი ქართველი სპორტსმენების სკანდალები

 

„მერის ადმინისტრაციის შენობაში გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. საქმე გადაცემულ იქნა სამართალდამცველი ორგანოებისთვის და მიმდინარეობს გამოძიება,” – განაცხადა რუსთავის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა და გამოიძიება სსსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X